რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ოსტროვსკის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა ჩამოვარდა და ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ნახეთ ვიდეო აქ