20 თებერვალს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-02-19 22:00:43

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს 11:00-დან  12:00  საათამდე  და   17:30-დან   18:30   საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება   შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანის, წერეთლის და  მიმდებარე  ქუჩებზე.