ეპიდვითარება რუსთავში

2021-02-19 21:52:48

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 3 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 97 პირი შეამოწმეს.

გატესტილებს შორის 3 პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

11 ანტიგენზე დამყარებული ტესტი გაკეთდა კლინიკა "რუსთავში", როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ვირუსი არცერთ შემოწმებულ პირს არ დაუდასტურდა.