გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 8 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 74 პირი შეამოწმეს.
გატესტილებს შორის 1 პედაგოგი და 6 ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
15 ანტიგენზე დამზადებული ტესტი გაკეთდა კლინიკა "რუსთავში", როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ ვირუსი არცერთ გატესტილ პირს არ დადასტურებია.