რუსთავში ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში პოლიციელებს ბინები გადასცეს.
მე-20 მიკრორაიონში ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი სახლები 56-მა პოლიციელმა მიიღო.
პროექტის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები. პროექტის მიხედვით, პოლიციელებს სახელმწიფო უფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით ფარავენ. პროექტში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით იღებს.
ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.
რუსთავის გარდა სამინისტროს მიერ წამოწყებული პროექტის ფარგლებში საკუთრებაში ბინა თბილისში 83 პოლიციელს გადაეცა.