რუსთავში მიწისძვრა იყო.
ჯერჯერობით სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუ რამდენ მაგნიტუდას შეადგენდა რყევები.
თუმცა რუსთაველები სოციალურ ქსელში მიწისძვრის შესახებ წერენ და ამბობენ, რომ მათ ძლიერი რყევები იგრძნეს.
წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ერევნის მიმდებარედ იყო. სომხეთის დედაქალაქიდან 11 კილომეტრის დაშორებით 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო.