რუსთავში 9 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებულია ბავშვის დედაც.
მათ ვირუსი ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში დაუდგინდათ.
ბოლო 24 საათში რუსთავში კორონავირუსის სულ 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათ შორის 19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დღის განმავლობაში 123 პირს ანტიგენზე დამზადებული ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 19-ს ვირუსი დაუდგინდა.
25 პირი გატესტეს კლინიკა "რუსთავში", მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა.