ინგლისში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულები სულ მცირე 6 თვე რჩება.
კვლევაში მონაწილეთა 99% კორონავირუსის დადასტურებიდან სამი თვის შემდეგ ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები ისევ ჰქონდათ დარჩენილი. 88%-ს კი 6 თვის განმავლობაში.
დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მთავარი მეცნიერის, პროფესორი ნაომი ალენის, განცხადებით ეს ძალიან მნიშვნელვანი კვლევაა.
"ამ მნიშვნელოვანმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ანტისხეულებს ინფიცირებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებით არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს იმუნიტეტთან, შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები შემდეგ ინფიცირებამდე სულ მცირე 6 თვის განმავლობაში დაცულები არიან",- განაცხადა ნაომი ალენსმა.