რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი 2 წლის ბავშვია.
მცირეწლოვანს კოვიდ19 რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში დაუდგინდა. პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბავშვი, დედის გდაწყვეტილებით, მკურნალობის კურს სახლში გაივლის, რადგან მცირეწლოვანს დაავადება მსუბუქ ფორმებში აქვს.
8 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.
ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 77 პირს ჩაუტარდა.
1 ახალი შემთხვევა კლინიკა "რუსთავში", სადაც კორონავირუსზე 17 ადამიანი გატესტეს.