რუსთავში წყლის მოწოდება იზღუდება

2021-02-03 17:38:28

განცხადებას "რუსთავის წყალი" ავრცელებს.

3 თებერვალს, დ. გარეჯის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16:15-დან, 21:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მე-11 დან 21-ე მიკრორაიონების ჩათვლით. 

მეგობრობის ქ. N31-47 და მეგობრობის ქუჩის გასასვლელებს. ფალიაშვილის ქუჩის კენტ ნომრებს, ახმეტელის, ლომოურის, თოდრიის, ჩიხებით, მესხიშვილის ქუჩას და გასასვლელებს, ლეონიძის, ტაბიძის, ტურგენევის, ქუჩიშვილის, ლესელიძის ქუჩას გასასვლელებს და ჩიხებს, მარჯანიშვილის, კიკვიძის, სანაპიროს, ღლონტის, ალუბლების, მოდებაძის, ტაშკენტის და შარტავას ქუჩებს.