როდის აღდგება წყლის მიწოდება

2021-02-03 12:37:29

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

გაგარინის ქუჩა N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღსადგენად აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას, 3 თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

მარის არხის და ჭყონდიდელის დასახლებებს.