რუსთავში სად შეიზღუდება წყლის მიწოდება

2021-02-02 23:04:11

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

გაგარინის ქუჩა N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღსადგენად აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას, ხვალ 3 თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

მარის არხის და ჭყონდიდელის დასახლებებს.