გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 თებერვალს 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში გაგარინის, დავით გარეჯის, ქაშაკაშვილის, სააკაძის, კოსტავას, ბათუმის ქუჩებზე. 16:00-დან 18:00 საათამდე - დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.