რა შეზღუდვები არ მოიხსნა რუსთავში

2021-02-01 11:14:24

1 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები მოიხსნა, მათ შორის რუსთავშიც.

თუმცა არის შეზღუდვები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში მოიხსნა, თუმცა რუსთავში დარჩა.

იხილეთ შეზღუდვები, რომლებიც რუსთავში რჩება.

1. მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუშაობა განაახლა, თუმცა რუსთავში არა.

2. სასწავლო პროცესი რუსთავში კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს.

3. რუსთავში რესტორნები და კვების ობიექტები, აჭარისგან განსხვავებით, კვლავ გატანა-მიტანის სერვისით აგრძელებს მუშაობას.

4. ღია ტიპის ბაზრობები რუსთავსა და მთელი ქვეყნის მასტაბით 15 თებერვლამდე კვლავ დახურული რჩება.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, აღნიშნული შეზღუდვები დადგენილ დროზე ადრე მოიხსნება.