 
         2021-01-31 17:53:15
2021-01-31 17:53:15 
    
		
		
			თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს, სადაც კოვიდ19-ით ინფიცირებული მომღერალი მკურნალობას გადის.
"სტაბილურად მძიმეა. მკურნალობას ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. არ ვიცით რატომ გავრცელდა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" ჰოსპიტალში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში უკვე მეორედ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რაც რეალობას არ შეესაბამება.
