რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ავტოსაგაო შემთხვევა მოხდა.
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაზის მილს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც თბილისის, მეგობრობის, ფალიაშვილის, ვახუშტის, ვაჟა ფშაველას, მე-7, მე-8 მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.
ადგილზე მობილიზებულია კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები უკვე მივიდნენ და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილიზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.