რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში არსებულ მიტოვებულ შენობაში ხანძარია.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი მიტოვებულ შენობაში უცნობმა პირებმა გააჩინეს, მიკრორაიონის მოსახლეობამ დაკვამლიანება შენიშნა და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე მოკიდებული ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრე მაშველები ამ წუთებში ცდილობენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.