2021-01-26 17:16:57
რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.