2021-01-23 18:37:25
რუსთავში ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ცენტრალური ხიდის მიმდებარედ გამხმარ ბალახსა და ხეებს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ისინი ცეცხლის ლიკვიდირებას ცდილობენ.