რუსთავში რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

2021-01-14 12:59:38

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.

14 იანვარს, რუსთავში, მე-17  მიკრორაიონის N12-თან,  წყლასადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:30-სთ დან 19:30-მდე  წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-17 მიკრორაიონის N 10, 11, 12, 13, 17, 18  და  21 კორპუსებს.