მთავარი ინფექციონისტი რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს

2021-01-14 11:16:26

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.

ცერცვაძის განმარტებით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში "რბილი ლოქდაუნია".

"იდეალური იქნებოდა, არ მოგვეხსნა შეზღუდვები, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, რეალური არ არის. უნდა გამკაცრდეს კონტროლი რეგულაციებზე, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. დღეს არ არის საკმარისად მკაცრი, შემდეგში უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ეს არის გზა, რომ ჩვენ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქყვეყანაში შეზღუდვები 28 ნოემბერს ამოქმედდა. რეგულაციების თანახმად, არ მოძრაობს ტრანსპორტი, დახურულია თითქმის ყველა სავაჭრო სივრცე და ადამიანებს შეზღუდული გაქვთ გადაადგილება 21:00 საათის შემდეგ.