ავარია რუსთავის ავტობანზე [photo]

2021-01-13 00:24:18

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ავტობანზე.

ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავარიის მონაწილე "პორშე"-ს მარკის ავტომობილი გახდა.

ავტომობილი გზაზე მოძრავ ძაღლს დაეჯახა.

"ვმოძრაობდი ავტობანზე დაშვებული სიჩქარით. კომენდანტის გამო, ღამე რუსთავი-თბილისის გზაზე, მანქანები პრაქტიკულად არ მოძრაობდნენ, ამიტომ ძაღლები გადადიოდნენ თავისუფლად. შესაბამისად შუა გამყოფი ხაზიდან უცაბედად ორი ძაღლი გადმომიხტა. ერთს ავაცილე და მეორეს ვეღარ, სამწუხაროდ მოკვდა საწყალი", - განაცხადა ავტომობილის მძღოლმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფები არ დაშავებულან.