ალჟირში 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც თავისი 2 წლის შვილის ფანჯრიდან გადაგდებით იმუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ მის ფოტოს 1000 მოწონება არ ექნებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მამამ Facebook-ზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ უჭირავს მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულის ფანჯრიდან გადაყუდებული ბავშვი. ფოტოებს თან ახლდა აღწერა: „1000 მოწონება ან მას გადავაგდებ“. Facebook-ის მომხმარებლები ბავშვთან სასტიკი მოპყრობის გამო კაცის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. საბოლოოდ, პოლიციამ მამაკაცი ბავშვისთვის ზიანის მიყენების ბრალდებით დააკავა.