"დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი შემცირებულია"

2021-01-09 17:18:23

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლელულ 19 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკაში კოვიდ19-ზე სულ 99 პირი გამოიკვლიეს.

როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დადასტურებულ შემთხვევეთა რიცხვი გატესტილ პაციენტებთან მიმართებაში შემცირებულია. მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა 21 ტაქსის მძღოლს და მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე 16 პირი გამოიკვლიეს "კლინიკა რუსთავში", რომელთაგან 6-ს ვირუსი აღმოაჩნდა.