ბავშვი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა

2021-01-08 12:30:45

12 წლის მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა.

ადგილზე სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. შემთხვევის მიზეზებზე საუბარი უჭირთ მეზობლებს.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.