ახალგაზრდა კაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

2021-01-07 21:36:57

სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში 32 წლის ბიჭი ყელგამოჭრილი იპოვეს.

გავრცელებული "ინფორმაციით" გარდაცვლილი მამაკაცის სხეული ოჯახის წევრებმა საკუთარი სახლის ეზოში ნახეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.