ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, კლდიაშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე [ვიდეო/video]
კომენდანტის საათის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, გზაჯვარედინზე, ერთმანეთს "ჰონდა"-ს და "მაზდა"-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ რომ ბოლო 10 დღის მანძილზე კომენდანტის საათის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე 5-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით ასეთ დროს მძღოლები ცდილობენ სახლში დროულად მივიდნენ რათა კომენდანტის საათის დარღვევის გამო არ დაჯარიმდნენ, ავარიები კი სიჩქარის გამო ხდება.