კოვიდსტატისტიკა რუსთავში

2021-01-04 18:11:49

რუსთავში კორონავირუსული ინფექციით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე პაციენტი, ქალიც და მამაკაციც, 73 წლის იყვნენ.

კოვიდინფიცირებულები მკურნალობას "კლინიკა რუსთავში" გადიოდნენ. როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ერთ-ერთ პაციენტს არტერიული ჰიპერტენზია, მეორეს კი თირკმლის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 52 პაციენტს.

კერძოდ, 46 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში, 150 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა.

კლინიკა “რუსთავში” კი სწრაფი ტესტით 14 პირი გამოიკვლიეს, მათგან 6-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.