რუსთავში კორონავირუსული ინფექციით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 80 წლამდე ქალი და მამაკაცი არიან.
კოვიდინფიცირებულები მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდნენ. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.
ბახტაძის ინფორმაციითვე, კოვიდ19-მა მკურნალობის ბოლო პერიოდში ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად დაამძიმა და მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 16 ადამიანს.
კერძოდ, 13 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში, 37 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა.
კლინიკა “რუსთავში” კი სწრაფი ტესტით 6 პირი გამოიკვლიეს, მათგან 3-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.