ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2021-01-03 14:11:17

რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

კონსტიტუციის ქუჩაზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ტოიტასა" და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ინფორმაციისთვის, ქალაქში ნისლია ჩამოწოლილი და საავტომობილო გზაზე ხილვადობა არაა.