რა შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში

2021-01-02 12:26:55

2 იანვარი სავაჭრო ცენტრებისა და სხვა სავაჭრო ობიექტებისთვის ბოლო სამუშაო დღეა. ხვალიდან ყველაფერი, რაც 24 დეკემბრის შემდეგ გაიხსნა, ისევ დაიხურება, თუმცა როდემდე, უცნობია.

შეგახსენებთ, მთავრობამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების 2 თვიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდა და თუ 24 დეკემბრიდან თითქმის ყველა სახის შეზღუდვა უნდა მოხსნილიყო, შემსუბუქება მხოლოდ დახურული ტიპის სავაჭრო ობიექტებზე გავრცელდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, 3 იანვრიდან ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან ვრცელდებოდა, ისევ ძალაში შევა.