გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 13 ადამიანს კოვიდ19 დაუდასტურდა.
კერძოდ, 6 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში, 20 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რომელთაგან 19-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
კლინიკა “რუსთავში” სწრაფი ტესტით 17 პირი გამოიკვლიეს, მათგან 7 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.