პიროტექნიკის არასწორი გამოყენება რუსთავში

2021-01-01 04:02:17

რუსთავში საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებისას 4 ადამიანი დაშავდა.

2 პაციენტი, 21 და 35 წლის მამაკაცები კლინიკა რუსთავში მოათავსეს. 21 წლის მამაკაცი შედარებით მსუბუქად დაშავდა, ხოლო 35 წლის მამაკაცს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

2 პაციენტი, 15 წლის ბიჭი და 28 წლის მამაკაცი კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შეგახსენებთ რომ შარშან პიროტექნიკის არასწორედ გამოყენების გამო 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმეს თითების ამპუტაციის გაკეთება დასჭირდა.

ფოტო არ ასახავს რეალობას.