მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-12-31 20:37:27

6 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ახალი წლის ღამით ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, მთაში  -3, +2, მაღალმთაში -7 ,-2, აღმოსავლეთ საქაართველოს ბარში -5, 0, მთაში -8, -3, მაღალმთაში -10, -5 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამით -1, +1, ხოლო 1-2  იანვარს დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 იანვარი +13°C, 2 იანვარი +15°C, 3 იანვარი +10°C, 4 იანვარი +9°C.