ახალი წელი ის თარიღია, რომლის ნამდვილ დღესასწაულად გადაქცევაში საერთო განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
საახალწლოდ ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად ემზადება. რუსთაველების ნაწილმა საახალწლოდ აივნები და ფანჯრები მორთო.
ზოგმა აივნები საახალწლო დეკორაციებით და აქსესუარებით გააფორმა, ნაწილმა კი აივნებზე უბრალოდ საახალწლო განათებები დაამონტაჟა და ამით ქალაქში წინასაახალწლო განწყობაც შექმნა.
ნახეთ ინფო რუსთავის ფოტორეპორტაჟი რუსთავის სხვადასხვა უბნიდან.
გამოგვიგზავნეთ თქვენი "მორთული აივნის" ფოტოც.