საქველმოქმედო ველომსვლელობა რუსთავში [photo]

2020-12-31 16:33:13

ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთაველოს” ორგანიზებით, რუსთავში საქველმოქმედო ველომსვლელობა მოეწყო.

მსვლელობის ფარგლებში, რუსთაველმა ველომოყვარულებმა თანხა და თბილი ტანისამოსი შეაგროვეს. თანხით სურსათი, ასევე ჰიგიენური საშუალებები შეიძინეს და რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ.

საქველმოქმედო მსვლელობაში 50-მდე ველომოყვარული მონაწილეობდა.