რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
მიზეზი მეგობრობის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებაა.
მაღალი წნევით ამოხეთქილმა წყალმა უკვე დატბორა მეგობრობის, თოდრიასა და კიდევ რამდენიმე ქუჩა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით შემთხვევის შესახებ უკვე ცნობილია კომპანია "რუსთავის წყლისთვის". ავარიული ჯგუფი უკვე გაგზავნილია პრობლემის აღმოსაფხვრელად, რის გამოც, სავარაუდოდ, რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება.