ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-12-29 13:07:02

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს "ოპელისა" და "ლენდ როვერის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.