29 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-12-28 17:48:06

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 დეკემბერს 01:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში რუსთავში ტაბიძის, ტურგენევის, პუშკინის, სანაპიროს, ერისთავის, ქუქჩიშვილის ქუჩებზე, მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მიკრორაიონებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.