მამის დღე მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. როგორც წესი, მამის დღეს ივნისის მესამე კვირას აღნიშნავენ. ზოგიერთ ქვეყანაში ის მიესადაგება წმინდა იოსების ხსენების დღეს. დღესასწაული პირველად, აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი სონორა სმარტ დოდი იყო. აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს. დროთა განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვა ქვეყნებშიც და გამოხატავენ პატივისცემას მამის, როგორც მშობლის მიმართ.
მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.