ეპიდვითარება რუსთავში

2020-12-25 18:09:19

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 28 ადამიანს კოვიდ19 დაუდასტურდა.

კერძოდ, 23 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში, 119 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რომელთაგან 19-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფიცირების 4 შემთხვევა კი, გადამოწმების მიზნით, ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნილი "პისიარ" ტესტით გამოვლინდა.

კლინიკა “რუსთავში” სწრაფი ტესტით 12 პირი გამოიკვლიეს, მათგან 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. სწრაფი ტესტით სამედიცინო დაწესებულებაში 1 პაციენტი შეამოწმეს, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო, თუმცა, იმის გამო, რომ პაციენტს ცხელება აღენიშნება, მისი საკვლევი მასალაც "პისიარ" ტესტირებით გადამოწმდება.