26 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-12-25 17:30:18

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს 07:30-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-8, მე-7, ქუთაისის, კინოთეატრ რუსთაველის მიმდებარედ და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.