რუსთავში, თბილისის ქუჩაზე, სურსათის მაღაზია "მაგნიტი" გაქურდეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქურდობის ფაქტი გამთენიისას მოხდა.
25 წლამდე მამაკაცმა მინის კარები შეამტვრია, მაღაზიაში შეაღწია და სიგარეტების გატანა სცადა რა დროსაც მას გარეთ პოლიცია დახვდა.
რუსთავის პოლიციამ ბრალდებული ადგილზე დააკავა.