რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ცენტრალურ შესასვლელთან და მშენებლთა ქუჩის დასაწყისში საავტომობილო გზაზე ბოძკინტები დამონტაჟდა.
პარკიდან გამომსვლელი მძღოლები ამ ტერიტორიაზე ხშირად არღვევდნენ მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, სწორედ ამ წესების დარღვევისა და საავარიო სიტუაციების პრევენციისთვის ამ ტერიტორიაზე საგზაო ბოძკინტები განათავსეს.
სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს.