ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბერიდან ნაწილობრივ მოიხსნება.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
"ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუდგიდში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლის. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც იყო დადგენილი 28 ნოემბრიდან. სამწუხაროდ ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებენ აგრარული ბაზრები, როგორც ეს იყო 28 ნოებრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ ყველა უსაფრთხოების წესს, რომელიც არის დაშვებული დღეის მდგომარეობით. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ზემოთ აღნიშნულ დიდ ქალაქებში, დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება, თუ ისინი დაიცავენ ყველა წესს და მეტიც ჩვენ კონსულტაციების შედეგად როგორც ეპიდემიოლოგებთან ასევე ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რომელიც მეტად დაიცავს ჩვენს მომხმარებლებს სავაჭრო ქსელებში ვიზიტის დროს",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.