სიჩქარის კონტროლის ახალი სექციები ამოქმედდა

2020-12-21 15:05:38

ქვეყნის მასშტაბით სიჩქარის კონტროლის 19 სექცია ამოქმედდა.

სიჩქარის მაკონტროლებელი ჭკვიანი კამერები განთავსებულია, თბილისის, აჭარის,  კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

იხილეთ ზუსტი ლოკაციები, სადაც განთავსებულია კამერები:

1. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ზღვის პირის ქუჩების კვეთიდან - ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და შ.ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

2. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და შ.ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთიდან - ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ზღვის პირის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

3. ბათუმი, ბაქოს და შავშეთის ქუჩების კვეთიდან -ბათუმი, თ.მეფისა და ტბეთის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

4. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრიდან (მიმართულება გურჯაანი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომატრემდე (სოფ: წინანდალი, მიმართულება გურჯაანი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

5. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრიდან (სოფ: წინანდალი, მიმართულება თელავი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრამდე (მიმართულება თელავი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

6. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრიდან (სოფ: წინანდალი, მიმართულება გურჯაანი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრამდე (სოფ: აკურა, მიმართულება გურჯაანი). ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.

7. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრიდან (სოფ: აკურა, მიმართულება თელავი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრამდე (სოფ: წინანდალი, მიმართულება თელავი). ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.

8. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 15-ე კილომეტრიდან (ბაზალეთის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრამდე (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

9. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრიდან (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 15-ე კილომეტრამდე (ბაზალეთის გადასახვევი, მიმართულება თბილისი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

10. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრიდან (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრამდე (შატილის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

11. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრიდან (შატილის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრამდე (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება თბილისი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

12. ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის და შალვა დოლიძის ქუჩების კვეთიდან - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N-40-მდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.

13. ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N-40-დან - ბერი გაბრიელ სალოსის და შალვა დოლიძის ქუჩების კვეთმდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.

14. ქ. თბილისი, საინგილოსა და გუმბრის ქუჩების კვეთიდან - საინგილოსა და მარტყოფის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.

15. ქ. თბილისი, საინგილოსა და მარტყოფის ქუჩების კვეთიდან - საინგილოსა და გუმბრის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.

16. ქ. თბილისი, ნიაბისა და აბულის ქუჩების კვეთიდან - ნიაბისა და საინგილოს ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.

17. ქ. თბილისი, ნიაბისა და საინგილოს ქუჩების კვეთიდან - ნიაბისა და აბულის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.

18. ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ვ.ჩაჩავას ქუჩის კვეთიდან - ქეთევან დედოფლის გამზირისა და ტ.აბუსერიძის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.

19. ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ტ.აბუსერიძის ქუჩის კვეთიდან - ქეთევან დედოფლის გამზირისა და ვ.ჩაჩავას ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.