რუსთავში, გასულ 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აქედან 40 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პოლიკლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ სამკურნალო დარგში, რუსუდან ადამიამ განუცხადა.
რუსუდან ადამიას თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 134 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 39-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფიცირების 1 შემთხვევა კი გადამოწმების მიზნით, ლაბორატორიულ კვლევაზე გადაგზავნილი PCR ტესტით გამოვლინდა.
7 პაციენტიდან 3-ს დაუდასტურდა კორონავირუსი კლინიკა “რუსთავში”. ამავე კლინიკაშიც ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირებები ჩატარდა.
ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ ცხელების ზონაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.