რუსთავში, მე-20 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. [ვიდეო/video]
როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, "მერსედესის" მარკის მსუბუქ ავტომობილში გაზის ბალონს დებდნენ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა.
ცეცხლის ჩაქრობა ავტოსამრეცხაოს თანამშრომელმა შეძლო. მისი თქმით, შემთხვევის დროს ერთ-ერთმა პირმა სახის არეში დამწვრობა მიიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.