რუსთავში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 80 წლამდე პირია.
პაციენტი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
როგორც კლინიკის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვირუსმა იმდენად დაამძიმა, რომ მისი გადარჩენა ექიმებისთვის შეუძლებელი იყო.
შეგახსენებთ, გასულ 24 საათში, ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.