"რუსთაველების" მორიგი საქველმოქმედო აქცია

2020-12-17 21:12:15

საზოგადოება "რუსთაველების" მორიგი საქველმოქმედო აქცია.

ბარბარობის დღესასწაული საზოგადოება „რუსთაველების“ დამფუძნებლებმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა რუსთავში მოქმედი ტაძრების მრევლს შორის ყველაზე მეტად შეჭირვებულ ოჯახებს მიულოცეს.

საზოგადოების დამფუძნებლების ინიციატივით და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით, რუსთავის ეპარქიას სოციალური კალათები გადაეცა.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში საზოგადოება „რუსთაველების“ ინიციატივას უკვე ოცამდე კომპანია შეუერთდა და სხვადასხვა კატეგორიების ოჯახებს  ორი ათასამდე სოციალური კალათა დაურიგდა.

ინფორმაციას საზოგადოება "რუსთაველები" ავრცელებს.